მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს და სუს–ის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტში გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს და სუს–ის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელსაც თითქოს ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოდ და სუს–ის თანამშრომლები, არ მესმის რატომ უნდა ვუპასუხო მოგონილ თემებს. კონსულტაციები ნამდვილად იყო, კონსულტაციები ყოველ დღე მიმდინარეობს, მაგრამ გუშინ თქვენს მიერ დასახელებული პირები ნამდვილად არ იყვნენ, არამედ იყვნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, უმრავლესობის წევრები და ამ მსჯელობის შედეგად, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტზე წარმოგვიდგენს კონკრეტულ წინადადებას“, - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ქუთაისში, პარლამენტში, უმრავლესობის დეპუტატებს სუს-ის და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მედიის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში შეკრების მიზეზი, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა იყო, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს