გოკა გაბაშვილი - გადარჩა გერმანია, თუმცა პრეზიდენტის წყალობით სემეკი ვერ გადაურჩა დავით ნარმანიას

გადარჩა გერმანია, თუმცა პრეზიდენტის წყალობით სემეკი ვერ გადაურჩა დავით ნარმანიას, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, თბილისის საკრებულოში განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას სემეკის წევრად წარდგენასთან დაკავშირებით.

გოკა გაბაშვილი გიორგი მარგველაშვილის ამ გადაწყვეტილებას „უცნაურს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ დავით ნარმანია სემეკის წევრად დანიშვნის შემთხვევაში უდრტვინველად შეასრულებს პოლიტიკურ დავალებებს.

„პირველ რიგში, მიხარია, რომ გერმანია გადარჩა ნარმანიას. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. იყო საუბარი, რომ იქ უნდა წასულიყო ელჩად. ვულოცავ გერმანელ ხალხს ამ გადარჩენას, მაგრამ პრეზიდენტის წყალობით, სამწუხაროდ, სემეკი ვერ გადარჩა. ვერ გადარჩა ადამიანს, რომელიც არის უნიათობის, არაფრისკეთების, ყველაფრის „გაპრავების“ და ჩავარდნების სიმბოლო. ნამდვილად უცნაური გადაწყვეტილებაა ეს მარგველაშვილისაგან. ნარმანია, რა თქმა უნდა, წავა იმისათვის, რომ რასაც ეტყვიან, უდრტვინველად და ნამუსის შეწუხების გარეშე გააკეთოს“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა