„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება და კორუფციის რისკს ზრდის

„მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული, რომლის მიზანია ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა.

ორგანიზაციის მკვლევარის, მამუკა ანდღულაძის განცხადებით, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითები.

„უპირველეს ყოვლისა, “მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება. "ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე “შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი კონტენტთან დაკავშირებულ შესყიდვებზე აღარ გავრცელდება, რაც ზრდის კორუფციის რისკს. ასევე, მაუწყებელზე გაიზარდა სარეკლამო დრო და სპონსორობის განთავსების შესაძლებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ზრდადი და სტაბილური შემოსავალი აქვს. მისი ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა

მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს", - განაცხადა ანდღულაძემ.

მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარკვეული შესყიდვები კითხვის ნიშნებს ბადებს.

"განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგა ხაინდრავას კომპანიის მიერ მოგებული ტენდერი სერიალის წარმოებაზე. გოგა ხაინდრავა ყოფილ პრემიერ-მინისტთან,

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია - მისმა კომპანიამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ სერიალი “ჰეროკრატია” გადაიღო. ასევე, პრობლემურია ბერა ივანიშვილის კომპანიის მიერ მოგებული განათების ტენდერი (რომლის დირექტორიც გოგა ხაინდრავაა). ტენდერი ამჟამად შეწყვეტილია, ხოლო განათების ტექნიკა ივანიშვილმა მაუწყებელს საჩუქრად გადასცა", - განაცხდა ანდღულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა