ირაკლი აბესაძე - დავით ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს არის მისთვის პოლიტიკური ჯილდო

დავით ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს არის მისთვის პოლიტიკური ჯილდო, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მიერ დავით ნარმანიას სემეკის წევრად წარდგენასთან დაკავშირებით.

„ნარმანიას წარდგენა სემეკის წევრად მორიგი ნათელი მაგალითია, თუ როგორი პოლიტიკური ნეპოტიზმით არის დაკავებული ხელისუფლება. სემეკი თითქოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა და კარგად ვხედავთ, რომ ნარმანიასთვის ეს არის პოლიტიკური ჯილდო მერობის დროს გატარებული პერიოდისათვის. ივანიშვილის თუ „ქართული ოცნების“ არაერთი პოლიტიკური დავალება იქნა შესრულებული ნარმანიას მიერ. სემეკი არის ორგანო, რომელიც არეგულირებს დარგს, რომელიც ისედაც მძიმე დღეშია, დენის თუ გაზის ტარიფების გაძვირების საშიშროების წინაშე ვდგავართ და ასეთი არაპროფესიონალი კადრის წარდგენა სემეკის წევრად არაფერია გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური ჯილდო მისთვის“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო