"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაქმების პოლიტიკა გაუმჭვირვალეა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაქმების პოლიტიკა გაუმჭვირვალეა, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მკვლევარმა მამუკა ანდღულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის “ჯი-დი-ეს”-ის თანამშრომლები აქტიურად

დასაქმდნენ როგორც წამყვანი მენეჯმენტის, ასევე ჟურნალისტის პოზიციებზე.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელში წლების განმავლობაში საუბარია ე.წ. “გაბერილი კადრების” პრობლემაზე, თუმცა რეფორმა ვერც ერთმა მენეჯმენტმა ვერ ან არ განახორციელა.

გარდა ამისა, ანდღულაძის თქმით, ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არის კრიტიკულად დაბალი.

"მათ შორის ბოლო პერიოდში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის, საკადრო

გადაწყვეტილებებისა და კონკურსების გაუმჭვირვალედ ჩატარების გამო;

გარდა ამისა, ახალი მენეჯმენტის პირობებში გაძლიერდა ეჭვები, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლებისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები გარკვეული დროით შეჩერდა და მათი ნაწილი დღესაც არ გადის ეთერში. ეს შესაძლოა, არღვევდეს კანონს, რომელიც მაუწყებელს ავალდებულებს შეასრულოს სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამული პრიორიტეტები. აღნიშნული პრიორიტეტები მოიცავს მაუწყებელზე ჟურნალისტური გამოძიების, კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი გადაცემების არსებობას.

გარდა ამისა, პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კონტროლი სამეურვეო საბჭოს ვალდებულებაა, თუმცა, საბჭო სათანადოდ არ რეაგირებს პრიორიტეტების

შეუსრულებლობის საკითხებსა და მაუწყებელში მიმდინარე სხვა საკამათო რეფორმებთან დაკავშირებით", - განაცხდა ანდღულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა