გიორგი კახიანი - ცვლილებები იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი და კიდევ უფრო მეტად დახვეწილი, ვიდრე ეს იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული

კონსულტაციები მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში, ცვლილებები იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი და კიდევ უფრო მეტად დახვეწილი, ვიდრე ეს იყო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შემოთავაზებული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა, რომლის თქმითაც, საკითხთან დაკავშირებით, მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული შენიშვნების გაზიარება.

„არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გარკვეული კითხვები ჰქონდათ ამ ფორმულირებასთან დაკავშირებით, ჩვენ ბუნებრივია, ამაზეც ვიმსჯელეთ, გარკვეული შენიშვნები იქნა გათვალისწინებული. საბოლოო ფორმულა, თუ როგორი იქნება მე-18 მუხლი თავად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაჟღერდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კითხვაზე, რატომ არ გაიზიარა უმრავლესობამ სრულად წარმოდგენილი წინადადება და დაინახეს თუ არა მათაც საფრთხე, გიორგი კახიანი ასე პასუხობს: „ყოველთვის ნებისმიერ ნორმაზე შეიძლება მსჯელობა და ყოველთვის შეიძლება ვიფიქროთ ამა თუ იმ ნომრის მეტად სრულყოფაზე. ამ თვალსაზრისით საკამოდ ბევრი მოსაზრება იყო გამოთქმული. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმგვარად, რომ ნორმა უფლების რეალიზებას სრულად ახდენდეს, ისე როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

„იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს პარლმენტმა შესაძლოა, ცვლილება შეიტანოს ახალმიღებული კონსტიტუციის ტექსტში და გააუარესოს საჯარო ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციური სტანდრატი“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში საუბარია იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ითვალისწინებს „საიდუმლო ინფორმაციის სახეების ამ ჩამონათვალის ამოღებას და მის ჩანაცვლებას ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართავი დანაწესით“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა