IDFI საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას გაუმართლებლად მიიჩნევს

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლევან ავალიშვილი გაუმართლებლად მიიჩნევს. მისი განცხადებით, აღნიშნული მუხლი საერთოდ არ საჭიროებს კორექტირებას.

„ჩვენი აზრით, ეს მუხლი საერთოდ არ საჭიროებს არანაირ კორექტირებას და ცვლილება უნდა დარჩეს ისე, როგორც წლების განმავლობაში იყო. ჩვენ გვაქვს გაცილებით მაღალი სტანდარის გამჭვირვალობა კონსტიტუციით, ვიდრე ბევრ ქვეყანას. ნებისმიერი გაზრდა უფლებამოსილების, იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. არანაირი საჭიროება ამისი არ არსებობს. ვენეციის კომისიას არ ჰქონია არანაირი შენიშვნა ამ საკითხთან დაკავშირებით.

არ არსებობს არანაირი კვლევა და დასაბუთება, თუ რატომ არის საჭირო ეს ცვლილება“, – განაცხადა ლევან ავალიშვილმა.

მისი თქმით, ამ ცვლილებით ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება მედიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია.

იცვლება ახალი რედაქციის კონსტიტუციის მე-18 მუხლი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას განსაზღვრავს.

ამასთან დაკავშირებით განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ახალმიღებულ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავენ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ახალი რედაქცია ასე ჩამოყალიბდება: - ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის შეიცავს კომერციულ, პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

”გუშინ საღამოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან დამატებითი განხილვები შედგა. შევჯერდით გარკვვეულ პოზიციაზე. იუსტიციის სამინისტროს პირვანდელი შემოთავაზება იყო, რომ ჩვენ შემოგვეღო ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა ამით ჩარევის საფუძველი ფართოვდება, რაც პირადად ჩემთვისაც არის მიუღებელი, ისევე როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისათვის. რჩება ცალსახად ოთხი პირობა, რომელიც ინფორმაციის გასაჯარეოებას გამორიცხავს. ეს არის: - სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. უფრო მეტიც, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის, ინფორმაციის აღიარების პირობები და საფუძვლები. იყო საუბარი და აზრთა სხვადასხვაობა სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომ სამართალწარმოების ინტერესებს საფრთხე არ შექმნოდა და ეს ინტერესიც არის ასახული ახალ რედაქციაში”, - განაცხადა კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო