დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი ჰესის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბოდორნას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პირველმა ვიცე-პრემიერმა კომპანია „ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასა და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ჰესის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.

მათივე ცნობით, ახალი სადგური მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში აშენდება.

თავის გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ჰესი ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე ჰესია, რომელსაც გარემოზე მინიმალური ზეგავლენა აქვს.

„ჰესის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით: ეს არის ახალი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ. საბოლოო ჯამში კი ბოდორნაჰესი უწყვეტად უზრუნველყოფს იმ სათავო ნაგებობების ელექტრომომარაგებას, რომლებიც დედაქალაქს სასმელი წყლით ამარაგებენ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბოდორნაჰესს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აშენებს. კომპანია ე.წ მწვანე ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის 10 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. პროექტის განხორციელბის პროცესში 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ბოდორნაჰესის ელექტრო-მექანიკურ ტურბინებს და გენერატორს ავსტრიული კომპანია GUGLER-ი დაამზადებს, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. რაც შეეხება სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებს, მათ ქართული კომპანიები „პირამიდა“ და „საქ. წყალ პროექტი“ განახორციელებენ. მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Stucky SA გაუწევს ზედამხედველობას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჰესის მშენებლობას ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით აფინანსებს.

ახალი „მწვანე“ ჰესის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრულდება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთვება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო