ირაკლი ნადირაძე - იმედს ვიტოვებთ, რომ კალაძე არ დაემალება საკუთარ უმრავლესობას, თბილისელებს, ოპოზიციას და საკრებულოში მოვა

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტოვებთ იმედს, რომ კახა კალაძე არ დაემალება საკუთარ უმრავლესობას და პირველ რიგში, თბილისელებსა და საკრებულოს ოპოზიციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განუცხადა.

ირაკლი ნადირაძის თქმით, კახა კალაძის მიერ მომზადებული თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, ნარმანიას მიერ მომზადებულზე უარესია, სადაც „გაზრდილია კორუფციული ხვრელები და ბიუროკრატია“.

ნადირაძის განცხადებით, დედაქალაქის ხელისუფლებამ უარი თქვა „ნაცმოძრაობის“ მიერ შეთავაზებული პროგრამების ბიუჯეტში ასახვაზე, როგორიც იყო პენსიონერებისათვის მედიკამენტების 200-ლარიანი ვაუჩერით უზრუნველყოფა, ან უფასო სასადილოების დაფინანსების გაზრდა და ამის ნაცვლად ქალაქის ხელისუფლებამ უარი არ თქვა გაზრდილ პრემიებზე, დანამატებსა და ჯილდოებზე.

„ფაქტიურად მომავალ წელსაც ვერ მოაგვარებენ თბილისში საცობების, ავარიული კორპუსების, გამწვანების, დასაქმების, ჯანდაცვისა და სოციალურ პრობლემებს. ბიუჯეტის პროექტს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს საკრებულოში მივა და პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რომელიც ბიუჯეტთან და თბილისში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ჩნდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო