„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საახალწლო ნაძვის ხესთან კახა კალაძის საარჩევნო ბანერის განთავსების გამო აუდიტის სამსახურს მიმართა

”ნაციონალურმა მოძრაობამ” დედაქალაქის მერიის წინააღმდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა.

როგორც პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პარტიის მოთხოვნაა, რომ დაჯარიმდეს თბილისის მერია მთავარ ნაძვის ხეზე თბილისის მერის საარჩევნო კამპანიის სლოგანის განთავსების გამო.

”ქართულმა ოცნებამ” და კახა კალაძემ უნდა იცოდნენ, რომ ახალი წელი პარტიული ღონისძიება არ არის. მათი საარჩევნო სლოგანები შეუძლიათ დაიტანონ პლაკატებზე და ბანერებზე და არა ახალი წელი მოგვილოცონ პარტიული სლოგანებით. ეს არის თბილისელების შეურაცხყოფა. ჩვენ მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ მოხდეს ”ქართული ოცნების” და დედაქალაქის მერიის დაჯარიმება. მოვითხოვთ პარტიული სლოგანის აღებას საახალწლო ნაძვის ხიდან”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო