ისრაელის პოლიციის გამომძიებლები ბენიამინ ნეთანიაჰუს კითხავენ

ისრაელის პოლიციის გამომძიებლები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მის წინააღმდეგ მიმდინარე ორი გამოძიების ფარგლებში უკვე მეშვიდედ კითხავენ. ამის შესახებ გამოცემა „ჰაარეცი“ წერს.

„გამომძიებლები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს იერუსალიმში, მის რეზიდენციაში კითხავენ“, - წერს გაზეთი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ საქმიანი წრეების წარმომადგენლებისგან ძვირადღირებული საჩუქრების მიღებაში და ერთ-ერთი საგამომცემლო სახლის მფლობელთან მოლაპარაკების მცდელობაში არის ეჭვმიტანილი. გამოძიების ვერსიით, მთავრობის საქმიანობის დადებითი კუთხით გაშუქების სანაცვლოდ ნეთანიაჰუ საგამომცემლო სახლის მფლობელს მისი ძირითადი კონკურენტის შესაძლებლობების შემზღუდველი კანონის მიღებას დაპირდა.

თუ გამოძიებების შედეგად ნეთანიაჰუს ბრალს წაუყენებენ, მას შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუწიოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო