სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე ტექნიკურ უნივერსიტეტს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროს მასწავლებელს, რომლის კვალიფიკაციის საკითხიც სადავო არასოდეს გამხდარა, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.

”განმცხადებელი ამ ფაქტს 2016 წლის აპრილში უნივერსიტეტში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობით ხსნის, სადაც იგი უნივერსიტეტში არსებული სწავლების დაბალი დონისა და რექტორის ხელმეორედ არჩევის ლეგიტიმაციის წინააღმდეგ გამოდიოდა. საქმის შესწავლის პროცესში მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა რეალური გამამართლებელი საფუძველი, რომელიც განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოშობილ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს გააქარწყლებდა. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას და მოუწოდა სამუშაოზე აღდგენის გზით აღმოფხვრას განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, ხოლო მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს”, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა