ირაკლი ზარქუა - რეგლამენტი საკრებულოში მერის მოსვლას არ ითვალისწინებს, ოპოზიციური შოუებისთვის არ გვცალია

ოპოზიციური შოუებისთვის არ გვცალია, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა იმას, რომ საკრებულოში, ბიუჯეტის განხილვას დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ დაესწრება.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ბიუჯეტის წარდგენაზე რეგლამენტი მერის მოსვლას არ ითვალისწინებს.

„რეგლამენტი არ ითვალისწინებს მერის მოსვლას საკრებულოში და ეს ოპონენტმა კოლეგებმაც კარგად იციან. ოპოზიციური შოუებისთვის არ გვცალია, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. დღეს ჩვენ ვამტკიცებთ იმ ბიუჯეტს, სადაც ის დაპირებები და პრიორიტეტებია ასახული, რომელსაც მოსახლეობამ მისცა ხმა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებზე დეტალურად ისაუბრა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები გამოყო.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით სოციალური მიმართულება 10 მილიონი ლარით იზრდება. ასევე 330 მილიონიანი მატებაა ინფრასტრუქტურულ ნაწილში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს