ირაკლი ზარქუა - დღეს დავამტკიცებთ ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია ის პრიორიტეტები, რომელსაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობის უმრავლესობამ მისცა ხმა

დედაქალაქი დღეს მიიღებს იმ ბიუჯეტს, რომელსაც მოსახლეობამ წინასაარჩევნოდ მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზარქუამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, დავამტკიცებთ იმ ბიუჯეტს, რომელშიც ასახული იქნება ის პრიორიტეტები, რომელსაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობის უმრავლესობამ მისცა ხმა. კიდევ ერთხელ რომ განვსაზღვროთ ეს პრიორიტეტები - სოციალური მიმართულების დაფინანსება იზრდება 10 მილიონი ლარით წლევანდელ წელთან შედარებით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული იქნება 330 მილიონ ლარზე მეტი, ეს არის ცალკეული სპორტული მოედნებისა და მულტიფუნქციური ცენტრების მოწყობა, რომელიც ნოუჰაუა და ჩვენ წინასაარჩევნოდ დავაანონსეთ. ყველა ის მიმართულება, რომელიც ჩვენ გვქონდა პრიორიტეტად ჩამოყალიბებული, მათ შორის ეკოლოგია და გამწვანება, ბუნებრივია, ეს ასახულია ბიუჯეტში. აქედან, გამომდინარე, დღეს დედაქალაქი მიიღებს იმ ბიუჯეტს, რომელსაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა