ნოდარ ხადური - ჩვენ კიდევ უფრო მოთხოვნადი და ცნობადი უნდა გავხადოთ უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და პროფესორი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიება იმართება. სწორედ 100 წლის წინ, ქართველთა დიდი ნატვრა ასრულდა და 1917 წლის 15 დეკემბერს ამიერკავკასიის კომისარიატმა წესდების ძირითადი დებულება საბოლოოდ დაამტკიცა. იურიდიულად დაფუძნდა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.

უნივერსიტეტის სტუდენტი 1991 წლის შემოდგომაზე გავხდი. იმ დღიდან არყოფილა დღე, რომ მასთან კავშირი არ მქონოდა. დღესაც, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კათედრის ხელმძღვანელის რანგში, ისევ უნივერსიტეტელი ვარ.

გილოცავთ ჩემს და ჩვენს უნივერსიტეტს, უნივერსიტეტელებს, მოწვეულ სტუმრებს ქვეყნის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესს თარიღს.

თქვენზე და ჩვენზე ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, მაგისტრანტებო, დოქტორანტებო, ადმინისტრაციის თანამშრომლებო, კოლეგებო, ბატონო რექტორო, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული! ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უნივერსიტეტი! ჩვენ კიდევ უფრო მოთხოვნადი და ცნობადი უნდა გავხადოთ, რომელსაც ქართველებმა დედა-უნივერსიტეტი და ცოდნის ტაძარი ვუწოდეთ! ჩვენ უნდა დავიცვათ უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალული მისი დამფუძნებლების იდეალები და გავაგრძელოთ გზა, გზა, რომელიც აუცილებლად წარმატებამდე მიგვიყვანს!”, - აცხადებს ხადური.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა