კახა კალაძემ და დიმიტრი ხუნდაძემ პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს

პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში თბილისის საკრებულოში სტუდენტ-ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ. ახალი ახალგაზრდული პროექტის „მე-ოჯახი-სახელმწიფო“-ს პრეზენტაცია წარმოადგინა დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ.

დიმიტრი ხუნდაძის აპარატის ინფორმაციით, დეპუტატმა ახალგაზრდებს ვრცლად გააცნო ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარება და ბოლო სტატისტიკური მონაცემები.

დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების პრობლემებზე, მიგრაციაზე, დასაქმებასა და ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე. როგორც თავად აღნიშნა, ნარკოტიკების მოხმარება განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და ხელისუფლებამ უპირველესად ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. უნდა მოხდეს ნარკოტიკების ანტიპროპაგანდა და არა ის, რაც დღეს მიმდინარეობს საზოგადოებაში. ასევე, მნიშვნელოვანია უცხოეთში წასული ახალგაზრდების უკან დაბრუნება, რადგან ქვეყანას მძიმე დემოგრაფიული პრობლემები აქვს.

შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით, ახალგაზრდების წახალისება მოხდეს.

„ყველას უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად ცხოვრება. მერიას მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. გვინდა, რომ ქალაქის ათივე რაიონში მულტიფუნქციური კომპლექსები გავხსნათ, სადაც საფეხბურთო საკალათბურთო მოედნები იქნება. ასევე დაგეგმილი გვაქვს ახალგაზრდული ცენტრები. დემოგრაფიულ პრობლემებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური მდგომარეობა და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. მჯერა, საზოგადოებასთან ერთად, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობით, ამ პრობლემას აუცილებლად დავძლევთ“, - განაცხადა კახი კალაძემ.

თამარ ჩიბურდანიძემ ახალგაზრდებს ახალი პროექტი „მე-ოჯახი-სახელმწიფო“ გააცნო, რომლის განხორციელებაც გაზაფხულიდან დაიწყება. მისი თქმით, პროექტმა უკვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა უნივერსიტეტებში, ახალგაზრდულ ორგანიზაციებში და მუნიციპალიტეტებშიც. პროექტი ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას, ოჯახური ღირებულებებისადმი პატივისცემას, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, ჯანსაღი ცხოვრების წესისი პოპულარიზაციას და სახელმწიფოსადმი მისი, როგორც მოქალაქის, ვალდებულებათა ურთიერთმიმართებას.

ახალგაზრდებთან შეხვედრაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტების სტუდენტებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს თავიანთ ორგანიზაციებში განხორციელებულ დემოგრაფიულ ინიციატივებზე და მზადყოფნა გამოთქვეს ყველა დაგეგმილ პროექტში მონაწილეობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფერეიდნელი ქართველებიც. ისინი მონაწილეობას იღებენ პროექტში, რომელიც პრეზიდენტის მხარდაჭერით უკვე მესამე წელია ხორციელდება საქართველოში, რაც ფერეიდნელი ქართველების ჩამოყვანას და ქართული ენის შესწავლას გულისხმობს.

პირველი დემოგრაფიული ფორუმი შემდეგ შეხვედრას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამართავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს