„ბილაინი“ მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას - ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს

კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია „ბილაინი“ მომხმარებელს საახალწლოდ, ყველაზე მოთხოვნად მომსახურებას, ულიმიტო ინტერნეტს სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, 16 - 24 დეკემბრის ჩათვლით „ბილაინის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მხოლოდ 15 ლარად ულიმიტო, უსწრაფესი ინტერნეტი გაიაქტიურონ.

მომსახურების ჩართვა შესაძლებელია როგორც „ბილაინის“ მობილური აპლიკაციის „My beeline Georgia “- ს ასევე ვებ გვერდის Beeline.ge და VEON აპლიკაციის საშუალებით.

მომსახურება არ არის ავტოპროლონგირებადი და მოქმედების ვადაა 30 დღე.

”ჩვენ დღეს ახალი ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებების არსებობა. აქედან გამომდინარე, მობილური ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომსახურებაა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, სწორედ ამიტომ ჩვენ აბონენტებს ვაძლევთ საშუალებას წინასაახალწლოდ , ისარგებლონ ულიმიტო, მობილური ინტერნეტით ხელმისაწვდომ ფასად, მხოლოდ 15 ლარად” , - აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი ლაშა ტაბიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო