სემეკის თავმჯდომარე - იმედი მაქვს, დავით ნარმანიასთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება

გოჩა შონია კომისიის ყოფილი წევრია და მასთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. დავით ნარმანიასთან არ მქონია შეხება, საქმიანი ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ სემეკის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიასა და გოჩა შონიას კანდიდატურების წარდგენის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

"პრეზიდენტმა წარადგინა სემეკის წევრობის ორი კანდიდატურა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც 2013 წლის სექტემბერის შემდეგ ჩვენ ვიქნებით სრული შემადგენლობით და ბუნებრივია, ეს არის ძალიან კარგი ფაქტი კომისიის საქმიანობისთვის. რაც შეეხება კანდიდატურებს, გოჩა შონია კომისიის ყოფილი წევრია და მასთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება. რაც შეეხება ბატონ დავით ნარმანიას, არ მქონია მე მასთან შეხება, საქმიანი ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა", - განაცხადა მილორავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა