ხვალ ტოიოტა პრადოს ახალი მოდელის - ”4 სტიქიას” პრეზენტაცია გაიმართება

"ტოიოტა ცენტრ თეგეტაში" - ტოიოტა პრადოს ახალი მოდელის - ”4 სტიქიას” პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. პრეზენტაციის სტუმრებს ორგანიზატორები უამრავ სიურპრიზებს პირდებიან.

ორგანიზატორების განცხადებით, ”პრადო”, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალი გამავლობის ავტომობილია, საქართველოში კი, უკვე წლებია თავის სეგმენტში ბესტსელერია. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა და ტექნიკური თვალსაზრისით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს ტოიოტას ოფიციალურ დილერს საქართველოში. 2014 წელს, კომპანიამ "ტოიოტა კავკასიისგან" ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვის ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა