ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა

ბუტა რობაქიძის საქმეზე, რომელზეც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ბრალი შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს ედებათ, დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა.

ბრალდებისა და დაცვის მხარის კითხვებს ყოფილმა გამომძიებელმა და შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა უპასუხეს. მოწმე ლეონიდე ლაბილოძემ, რომელიც 2004 წელს გამომძიებელი იყო, დაკითხვაზე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მისი საქმიანობა, მხოლოდ გაუხსნელი საქმის გამოძიება იყო და ამიტომ, გამოძიება მას არ დაუწყია. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, ავტომანქანის საბარგულზე იარაღი დაინახა, რომელსაც ექსპერტი ათვალიერებდა. ლეონიდე ლაბილოძის თქმით, მისთვის უცნობია, შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს თუ არა.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, გიორგი გოგიაშვილს, რომელიც იმ პერიოდში გადაცემა „პატრულში“ ჟურნალისტად მუშაობდა, მან დაკითხვისას განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე მცირე ხნით მივიდა, თუმცა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ვინაიდან იქ სხვა ჯგუფი მუშაობდა. ამასთან ბრალდებულ გურამ დონაძის შეკითხვაზე, აძლევდა თუ არა დავალებებს კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის იმაზე, თუ რა უნდა გადაეღოთ და რა უნდა დაეწერათ, მოწმემ აღნიშნა, რომ მსგავსი დავალებები მას არ მიუღია და არც სმენია, რომ ვინმეს ასეთი დავალება მიეღო.

მოწმეების დაკითხვის გარდა, სასასმართლომ დღეს ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ ბაქრაძის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას გადახედა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა, ვინაიდან ბაქრაძე მიმალვაშია და ამასთან არ არსებობს რაიმე ახალი არსებითი გარემოება, რათა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვლილიყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა