გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რუბენ სადოიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. მხარეები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკას და აღნიშნეს, რომ ამაზე მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებიც მეტყველებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც 25-26 დეკემბერს შედგება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

გიორგი კვირიკაშვილმა რუბენ სადოიანს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა