ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, მოხდეს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მყოფი მოსახლეობის დაკავშირება

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ის, რომ მოხდეს საზოგადოებების დაკავშირება გამყოფი ხაზების ორივე მხარეს და დავეხმაროთ მოსახლეობას, რომელიც კონფლიქტის სიმძიმეს ყოველდღე განიცდის, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აპარატის 2017 წლის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ დაახლოებით 12 000-მდე ოჯახს ყოველწლიურად გამოზამთრებაში ეხმარება და დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დახმარებების პარალელურად, მთავარ მიზანს წარმოადგენს, რეგიონის განვითარება და მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივები.

“სფერო, რომელსაც სამინისტო კურირებს, ისეთი მიმართულებაა, რომელშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. სამშვიდობო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დიპლომატიის და საზოგადოების როლი თავისთავად, არის უნიკალური და ვფიქრობ, აუცილებელია ინფორმაციის რეგულარული გაცვლა ხდებოდეს.

სახელმწიფო რამდენიმე წელია ახორციელებს სპეციალური დახმარების პროგრამას. არსებობს სპეციალური უწყებათშორისი კომისია და ეს დახმარება გაგრძელდება. დახმარება ეხება მოსახლეობის უზრუნველყოფას გამოზამთრების საშუალებებით, მათ შორის არის ვაუჩერები. თავიდან ეს იყო შეშის შესაძენად გათვალისწინებული ფულადი ვაუჩერები. შარშან მოსახლეობას დავეხმარეთ გაზის 200 ლარიანი ვაუჩერით. ყოველწლიურად ეს საქმიანობა უკავშირდება აბონენტთა რაოდენობის სიების დაზუსტებას, რაც გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებს. დაახლოებით, 12 000-მდე ოჯახია და ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ გამოზამთრებაში. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე რეაგირება, არამედ რეგიონი უნდა განვითარდეს ეკონომიკურად და გაჩნდეს დასაქმების შესაძლებლობები”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილმა 2017 წლის ანგარიში კონფლიქტებზე და ქალთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო