"ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესების კასკადის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები 19 დეკემბერს გახდება ცნობილი

"ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესების კასკადის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები 19 დეკემბერს გახდება ცნობილი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს აღნიშნული ჰესების სატარიფო განაცხადები განიხილა, თუმცა სემეკის წევრის გიორგი ფანგანის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა, ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსს ამტკიცებს ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტრო.

ფანგანის განმარტებით, აღნიშნული ბალანსები აუცილებელია კომისიისთვის, რათა მოხდეს სრული საბოლოო დაანგარიშება ტარიფების, შესაბამისად, სემეკმა ტარიფების შესახებ გადაწყვეყილება შემდეგი სხდომისთვის გადადო.

დღეს "ენგურჰესისთვის" 1კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი დღგ-ის გარეშე 1.496 თეთრია, "ვარდნილჰესების კასკადისთვის" კი - 2.880 თეთრი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო