ქრთამის აღებაში მსჯავრდებული რუსი მინისტრი - ღვინის ჩუქებას დამპირდნენ და ჩანთაში ფული კი არა ღვინო მეგულებოდა

მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონულმა სასამართლომ ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ალექსეი ულიუკაევი მექრთამეობაში ბრალდებულად ცნო, სასჯელის სახით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 130 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„ულიუკაევის ბრალი მდგომარეობს იმაში, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს მან ქრთამი აიღო“, - განაცხადა მოსამართლე ლარისა სემიონოვამ.

პროკურატურა სასჯელის სახით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთას და 500 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა.

გამოძიების ვერსიით, მან კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელის იგორ სეჩინისგან კომპანია „ბაშნეფტის“ ყიდვისთვის საჭირო დასკვნის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. ულიუკაევი კი ამტკიცებს, რომ სეჩინი მას ღვინის ჩუქებას დაპირდა და ფულით სავსე ჩანთაში მას სწორედ ღვინის ბოთლები ეგულებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს