გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასების პრეზენტაციას დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის (ISET Policy Institute) პროექტის „რეფორმეტრი“ ფარგლებში განხორციელებულ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასების პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე უწყების ინსტიტუციური მოწყობის, ადამიანური რესურსების განვითარების, ინფრასტრუქტურისა და საბიუჯეტო თანხების მიზნობრივი მართვის, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობის კუთხით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეფასდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს, რისთვისაც მიზნად დასახულია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალური ათვისების ხელშეწყობა.

„მადლობას გიხდით სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შეფასებისთვის. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელი სოფლის მეურნეობის დარგისთვის რთული იყო. არასასურველ კლიმატურ პირობებს ახალი ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას გავრცელებაც დაემატა. აღნიშნული გამოწვევების პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკის ექსპერტების მხრიდან დადებითი შეფასების მოსმენა. სირთულეებთან ერთად, მიმდინარე წელს წარმატება გვქონდა ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით; წარმატებით ჩაიარა რთველმაც. დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებია, თუმცა გამოწვევაც ბევრია და, შესაბამისად, ჩვენი შესაძლებლობები სრულად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრას დარგის ექსპერტები, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო