„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ახალი „მწვანე“ ჰესის მშენებლობა დაიწყო

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინიციატივით, ეკოლოგიურად სუფთა ჰესის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, დღეს ბოდორნაჰესის ტერიტორიაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ და პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

„ბოდორნა ჰესი შემდეგი წლის შემოდგომაზე უკვე ექსპლუატაციაში გაეშვება და საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება. მშენებარე ჰესის დადგმული სიმძლავრე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სათავო ნაგებობების და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება მოხდება, რაც თავის თავად იმას ნიშნავს, რომ თბილისში უწყვეტი წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტია იქნება“, - განაცხადა GWP-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ ტიპის და სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა.

„ეს მრავალმხრივ სასარგებლო პროექტია როგორც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ისე გარემოზე ზემოქმედების რისკების მინიმალიზაციის გამო. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები როგორც ჰესის მშენებლობის პროცესში, ისე მისი ამოქმედების შემდეგ. ბოდორნაჰესის მშენებლობით საფუძველი ჩაეყარა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს არამარტო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკოლოგიურად სუფთა ე.წ. „მწვანე“ ჰესის მშენებლობისთვის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ ლარია. გაწეული ინვესტიცია ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით ფინანსდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა