ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი სტენდი დაზიანდა

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი სტენდი დაზიანდა. მასზე ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა QR კოდის საშუალებით იყო შესაძლებელი.

"არ ვიცით, ვინ დააზიანა. დილით რომ მოვედით, ასეთი მდგომარეობა იყო,“ - ამბობენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მომუშავე პირები.

დაზიანებული სტენდის შესახებ ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ის არავის დაუზიანებია და ნალექის გამო, სილიკონით დამაგრებული დაფა ჩამოვარდა.

"მივმართეთ კომპანია "ექსპოგრაფს", რომელმაც დაამონტაჟა სტენდები. უახლოეს დღეებში მათი წამომადგენლები ჩამოვლენ და აღადგენენ დაზიანებულ დეტალს. ასევე, მოხდება სხვა ადგილებზე დამონტაჟებული სტენდების შემოწმება," - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკა 25 ქუჩასა და 10 სკვერში 4 თვის წინ განთავსდა. სტენდების საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ 150-მდე ელექტრონული წიგნის მიღება შეუძლია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა