აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ეთნიკურად აფხაზ ახალგაზრდა წყვილს დახმარება აღმოუჩინეს

აფხაზეთის მთავრობამ ეთნიკურად აფხაზ ახალგაზრდა წყვილს დახმარება აღმოუჩინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სამშობიაროდ ჩამოსული ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდა წყვილი დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო და ახალშობილისთვის საჭირო პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.

ახალგაზრდა ოჯახს კომპანია „ჰუმანამ“ საჩუქრად ახალშობილისთვის საჭირო კვების პროდუქტები გადასცა და შემდგომი დახმარების სურვილი გამოთქვა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა