ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი სტენდი დაზიანდა

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი სტენდი დაზიანდა. მასზე ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა QR კოდის საშუალებით იყო შესაძლებელი.

"არ ვიცით, ვინ დააზიანა. დილით რომ მოვედით, ასეთი მდგომარეობა იყო“, - ამბობენ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მომუშავე პირები.

დაზიანებული სტენდის შესახებ ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ის არავის დაუზიანებია და ნალექის გამო, სილიკონით დამაგრებული დაფა ჩამოვარდა.

"მივმართეთ კომპანია "ექსპოგრაფს", რომელმაც დაამონტაჟა სტენდები. უახლოეს დღეებში მათი წამომადგენლები ჩამოვლენ და აღადგენენ დაზიანებულ დეტალს. ასევე, მოხდება სხვა ადგილებზე დამონტაჟებული სტენდების შემოწმება", - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკა 25 ქუჩასა და 10 სკვერში 4 თვის წინ განთავსდა. სტენდების საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს უფასოდ 150-მდე ელექტრონული წიგნის მიღება შეუძლია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო