„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოსთან უფასო სასადილოების მენიუთი გათვალისწინებული საკვები მიიტანა

თბილისის საკრებულოსთან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. აღნიშნულით პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ უფასო სასადილოებით მოსარგებლე თითოეული პირისთვის ყოველდღიურად მხოლოდ 1,18 ლარი გამოიყოფა.

პარტიის წარმომადგენლები დღეს საკრებულოსთან პლაკატებით მივიდნენ, ასევე მათ ერთგვარი სუფრა ჰქონდათ გაშლილი, რომელზეც ის საკვები იყო წარმოდგენილი, რასაც უფასო სასადილოებში ყოველდღიურად სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იღებს. კერძოდ, სუპი, ლობიო და წიწიბურა სოსისით.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გივი კუბლაშვილმა განაცხადა, „იმ დროს, როდესაც სოციალურად დაუცველის გამოკვება ერთი კვირის განმავლობაში უფასო სასადილოში 8 ლარი ჯდება, ქალაქის ახლადარჩეული მერი თბილისის რესტორნებში 8 ლარს ერთ თეფშ კიტრსა და პომიდვრის სალათში იხდის“.

”3 მილიონი ლარი დაიხარჯა საახალწლო განათებებში, რომელიც რუსთაველის გამზირზე არის ჩამოკიდებული. მაშინ, როდესაც 3,5 მლნ ლარი სჭირდებოდა უფასო სასადილოების რიგში მყოფ 8000 ადამიანს პროგრამაში ჩასასმელად. მივმართავ კახა კალაძეს და შევახსენებ მის დაპირებას, რომ სოციალურად დაუცველებს 1,18 ლარიანი დაფინანსება გაეზრდებოდათ და უფრო ხარისხიანი საკვები ექნებოდათ.

მესმის, რომ ბატონი კახი ფუფუნებას და ძვირადღირებულ ცხოვრებას არის მიჩვეული, მაგრამ მივმართავ, რომ დღეს თბილისელებს ძალიან უჭირთ და სიცოცხლის ქალაქს ნუ გახდის შიმშილის ქალაქად”, - განაცხადა კუბლაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ""სუპი, ლობიო და წიწიბურა სოსისით" - საკრებულოს წინ გაშლილი სუფრა და "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი"

"სუპი, ლობიო და წიწიბურა სოსისით" - საკრებულოს წინ გაშლილი სუფრა და "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო