„ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენის საქმეზე სასტუმროს მფლობელი დაიკითხა

სასტუმრო „ლეოგრანდეში“ ხანძრის გაჩენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასტუმროს მფლობელი ეროლ ავგორენი დაიკითხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასტუმროს ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა, ეროლ ავგორენი გამომძიებლებმა რამდენიმე დღის წინ გამოკითხეს. მისივე ინფორმაციით, გამოძიებას ამ ეტაპზე უკვე გამოკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე, მათ შორის სასტუმროს ის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის დღეს მუშაობდნენ.

„სასტუმროს ათეულობით თანამშრომელი დაიკითხა. დაიკითხნენ, როგორც ხანძრის დღეს მომუშავე ადამიანები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ თემებზე მუშაობდა. დაკითხეს ასევე მფლობელი. ამ ეტაპზე ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების დაბარება აღარ ხდება“, - განაცხადა წერეთელმა.

რაც შეეხება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხს, ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, იკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი ხანძრის გაჩენის გამო მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: ""ლეოგრანდში" ხანძრის გაჩენის საქმეზე სასტუმროს მფლობელი დაიკითხა"

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს