იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.

დღეს პალესტინელთა ჯგუფმა დამასკოს კარიბჭესთან მდებარე მოედანზე აქცია გამართა. ისინი ანტიისრაელურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და პოლიციელებთან ჩხუბობდნენ.

პოლიციელებმა მათი მოედნიდან განდევნა მოახერხეს და დამასკოს კარიბჭის გასასვლელი გადაკეტეს, მაგრამ მომიტინგეებმა ჯაჭვი გაარღვიეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა. ამჟამად არეულობა გრძელდება, აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო