კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე მივიდა

თბილისის მერი, კახა კალაძე საკრებულოში მივიდა. კალაძე საკრებულოს სხდომას ესწრება, რომელზეც დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილონ.

სხდომა რამდენიმე წუთის წინ, საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს წევრებს თავად კახა კალაძე გააცნობს, რის შემდეგაც შეკითხვებს უპასუხებს.

კალაძესთან ერთად სხდომაზე იმყოფება ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძეც.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 861,609 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 60 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ტრანსფერია.

იხილეთ ვიდეო: "დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა - საკრებულოში თბილისის მერიც მივიდა"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო