რუსთავის მერი აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოფიცერს შეხვდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დღეს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ორმხრივი ურთიერთობების სფეროში, თავდაცვის დარგში თანამშრომლობის სამსახურის ოფიცერს, მაიორ კვენტინ დოლსა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის კოორდინატორს დავით სანიშვილს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ვეფხვაძეც ესწრებოდნენ, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში გაწეული საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

კვენტინ დოლიმ ამერიკის სარდლობის მიერ, საქართველოში უკვე განხორციელებული ჰუმანიტარული აქციებისა და დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ირაკლი ტაბაღუას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამერიკული მხარე რუსთავის მერიის სოციალური პროგრამებითა და ამ მიმართულებით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებითაც დაინტერესდა.

მოგვიანებით, სტუმრებმა ქალაქის მერთან ერთად, ა(ა)იპ ,,რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი’’ დაათვალიერეს, რომლის ბაზაზეც მომავალში აუტიზმის სინდრომის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა იგეგმება. ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, ამერიკული მხარის დაფინანსებით, ქვემო ქართლის რეგიონში სხვადასხვა სოციალური პროექტები, მათ შორის დმანისის მუნიციპალიტეტში სასწავლო-სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდა. 2018 წელს კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში, სკოლის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო