თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

22-24 დეკემბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, (გუდიაშვილის ქ. N 7) თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.

სამი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს ფესტივალზე უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდებათ. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლობების უმრავლესობა უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს, შეხვედრებს ავტორებთან, გაიმართება საჯარო ლექციები. ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე, 22 დეკემბერს, 13:00 საათზე, ასოციაცია ტრადიციულად, გამოავლენს და დააჯილდოვებს შემდეგ 5 ნომინაციაში გამარჯვებულებს:

1. 2017 წელს გამოცემული ყველაზე გაყიდვადი ქართული მხატვრული ლიტერატურა,

2. 2017 წელს გამოცემული ყველაზე გაყიდვადი უცხოური მხატვრული ლიტერატურა,

3. 2017 წელს გამოცემული ყველაზე გაყიდვადი საბავშო ლიტერატურა,

4. 2017 წელს გამოცემული ყველაზე გაყიდვადი Nonfiction (არა მხატვრული ლიტერატურა)

5. წიგნის პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გარდა ამისა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ელოდებათ განახლებული საბავშო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით. თოვლის ბაბუა, სახეზე ხატვა, თეატრალიზებული წარმოდგენები, შოუ-ვიქტორინა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა და სხვა უამრავი გასართობი ღონისძიება.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით!

წიგნის საახალწლო ფესტივალი 22-24 დეკემებერს, ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე, გელით ყველას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში!

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და პრეზიდენტის ფონდი.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს