სოფელ ყულიშკარში ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახიდან ერთის ქირის ხარჯებს ზუგდიდის მერია დააფინანსებს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარში ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახიდან ერთი დროებით ქირით იცხოვრებს და ხარჯებს მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს.

მერიის სოციალური განყოფილების უფროსის გოგი რევიას თქმით, დაზარალებულებს ბინას ზუგდიდში უქირავებენ.

„სოფლის რწმუნებული უკვე ამზადებს საბუთებს, ბინას თავად შეარჩევენ, ჩვენ კი ყოველთვიურად 100 ლარს გადავუხდით, ვიდრე სახლის აღდგენითი სამუშაოები არ დასრულდება", - აღნიშნა რევიამ.

რაც შეეხება მეორე ოჯახს, ის იქვე მდგომ პატარა ნაგებობაში დარჩება. გარდა ამისა, ოჯახი პროგრამით გათვალისწინებულ 1000-ლარიან დახმარებას და სამასალე მერქანს მიიღებს.

ამ დროისთვის, რევიას ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა მუშაობს.

აღნიშნულ სახლში, რომელიც წუხელ დაიწვა, ორი ოჯახი ცხოვრობდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა