საკრებულოში თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა მთლიანობაში 883 მილიონი ლარი იქნება.

ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ 861 მილიონი ლარის ბიუჯეტის პროექტს მომავალ წელს კიდევ დაემატება 14 მილიონი ლარი, რომელიც ტრანსფერის სახით გუშინ გამოყო ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, 8 მილიონი ლარი ეკონომიებიდან შემოსული თანხა იქნება.

ხმალაძემ დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. კერძოდ, 11 მეტროსადგურისა და ვაგონების მოდერნიზაციაზე, ორბელიანის, გუდიაშვილისა და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაზე, ჯანდაცვის პროგრამებზე.

მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტით 104 მილიონი ადმინისტრაციულ ხარჯებზე იქნება გათვალისწინებული.

ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა კითხვებით მიმართა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს.

კერძოდ, ხაბეიშვილი დაინტერესდა, რამდენად ადეკვატურია სოციალურად დაუცველებისათვის დღიურად უფასო სასადილოებში 1,18 ლარის გამოყოფა, მაშინ როდესაც მიმდინარე წელთან შედარებით ორჯერ გაიზრდება საბავშვო ბაღებში ბავშვების კვება.

ხაბეიშვილის თქმით, დღეს ერთ ბავშვზე 1,80 ლარია გათვალისწინებული, იგივე კალორაჟზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 3,60 ლარს ითხოვს. ამ განცხადების შემდეგ ლევან ხაბეიშვილი პლაკატით ხელში სხდომას მდუმარე პროტესტის რეჟიმში ესწრება.

ამ წუთებში საკრებულოს დეპუტატები პროექტთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს გამოთქვამენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა