GIPA-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი დელეგატები მსოფლიოსთვის“ ორგანიზებით, ყაზბეგში ახალგაზრდებისთვის ნატო-ს მოდელირების პროექტი იგეგმება

22-23-24 დეკემბერს, სტუდენტების ინიცირებით, GIPA-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი დელეგატები მსოფლიოსთვის“ ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ნატო-ს მოდელირების პროექტი ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ GIPA-დან აცნობეს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მოდელირება საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ თავიანთი უნარები დებატებისა და მოლაპარაკებების კუთხით, ამ ორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე გაიაზრონ ნატო-ს პრაქტიკაში არსებული სირთულეები და პრობლემები.

„მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია ნატო-ს მუშაობის სპეციფიკის, მისი წევრის ქვეყნების რესურსების შესახებ, მიიღონ გამოცდილება დელეგატის საქმიანობაში, დაეუფლონ დელეგატისთვის დამახასიათებელ ეთიკას, უშუალოდ საკუთარი ცოდნის საფუძველზე საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისა და ამ პოზიციის დაცვის ტექნიკას. ასევე იმსჯელონ აქტუალურ პრობლემებზე და ეძიონ მათი გადაჭრის გზები. პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ცოდნა გაიღრმავონ სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის, ქვეყნების უშიშროების საკითხებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყოველი მონაწილე წარმოადგენს წევრი ქვეყნის დელეგატს. დელეგატები კი გაერთიანდებიან სხვადასხვა კომიტეტებში, სადაც ისინი განიხილავენ აქტუალურ თემებს როგორებიცაა - ტერორიზმის საფრთხე; ყირიმის ანექსია და ნატო-ს გაფართოება, კერძოდ, ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის შესვლა.

„დელეგატები წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში იმუშავებენ საკუთარი ქვეყნის პოზიციების თემატიკასთან დაკავშირებით და შემდეგ წარადგენენ შემუშავებულ პოზიციას. დისკუსიების შემდეგ წარიმართება არაფორმალური მოლაპარაკებები, კენჭისყრა და რეზოლუციის მიღება, რასაც მესამე, დასკვნით დღეს- ასამბლეაზე წარადგენენ. მოდელირების დასკვნით ნაწილში ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა