ქანთარია კობახიძეს - რამდენად მიუთითებს პროფესიონალიზმზე საკონსტიტუციო პროექტისთვის საჯარო ინფორმაციის საკითხზე ცვლილების ელვა-დეპეშასავით დაწევა?

რამდენად მართებულად მიგაჩნიათ საკონსტიტუციო პროექტისთვის ამ ცვლილების მეორე მოსმენით ელვა-დეპეშასავით დაწევა და რამდენად მიუთითებს ეს მაღალ პროფესიონალიზმზე? - აღნიშნული შეკითხვით უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ახალმიღებულ კონსტიტუციაში 18-ე მუხლის კორექსტირებასთან დაკავშირებით მიმართა, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხს ეხება.

როგორც ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ფორმა და ფორმატი, რომლითაც 18-ე მუხლის კორექტირება მოხდა, საკმაოდ უხერხულია.

“დიდი ხანია ჩვენ ცვლილებები გვქონდა დაანონსებული. მოხდა მისი ინიცირება. შემდეგ იყო განხილვები. საკმაოდ დიდი დრო იყო იმისთვის, რომ ვისაც რაიმე შენიშვნა ჰქონდა, აზრი გამოეხატა. ისიც კარგად ვიცი, რომ ბუნებრივია, კონსტიტუცია პოემა არ არის, რომ წერტილი დაუსვა. შეიძლება ყველას გააჩნდეს გარკვეული სურვილები, მისი უფრო დახვეწის მიზნით. მოგმართავთ თქვენ, როგორც ძალიან კარგ კონსტიტუციონალისტს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს: რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ასე ელვა-დეპეშასავით ამ ცვლილების მეორე მოსმენით დაწევა და ეს რამდენად მიუთითებს მაღალ პროფესიონალიზმზე - თუ თქვენ იცოდით ეს ამბავი, მაშინ ჩვენ განხილვებზე არ გვქონდა საუბარი და თუ არ იცოდით, რატომ მოხდა ეს?“, - მიმართა ქანთარიამ ირაკლი კობახიძეს.

თავის მხრივ, როგორც კობახიძემ ქანთარიას პასუხად აღნიშნა, მასაც აქვს კრიტიკული შენიშვნა, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული წინადადება პარლამენტში გვიან შევიდა. აქვე პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუხლი შინაარსობრივად იცვლება, ხოლო სტანდარტი იზრდება.

როგორც ცნობილია, იცვლება ახალი რედაქციის კონსტიტუციის მე-18 მუხლი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას განსაზღვრავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა