კახა კალაძე - ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ის მხარს დაუჭერს ამ ბიუჯეტს

ჩვენ მთელი წინასააარჩევნო პერიოდი და მანამდეც - მოსამზადებელი პერიოდი, დეტალურად ვსწავლობდით თბილისის მტკივნეულ საკითხებს, პროფესიონალებთან ერთად გავდიოდით მთელ რიგ თემებს და ყველაფერზე გვაქვს დამუშავებული, გათვლილი ხედვები ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, რევოლუციური გარდასახვები შევიტანოთ ქალაქის განვითარებაში და წინსვლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტს საკრებულო მხარს დაუჭერს.

„პროფესიონალების ჩართულობით შევიმუშავეთ ჩვენი ქალაქის განვითარების ძალიან ამბიციური, მაგრამ ამავდროულად რეალისტური გეგმა. ჩვენ წინასაარჩევნოდ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომელსაც თბილისელებმა მაღალი ნდობა გამოუცხადეს. ეს არის ის პროგრამა, რომელიც თბილისს ნამდვილად აქცევს სიცოცხლით სავსე ქალაქად და ჩვენ მერიაში შესვლის პირველივე დღიდან აქტიურად დავიწყეთ პროგრამის აღსრულება.

თბილისელების მხარდაჭერილ პრიორიტეტებზე დაყრდნობით ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ახალი ბიუჯეტი. დღეს ჩვენ გთავაზობთ ბიუჯეტს, რომელიც არა ჩემს, ჩემი თანაგუნდელების, ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფის სურვილებზეა აგებული, არამედ ორიენტირებულია თბილისის განვითარებაზე. არსებულ მოცემულობაში ბიუჯეტის პარამეტრები ოპტიმალურად იქნა გადანაწილებული. მე დარწმუნებული ვარ, ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ის მხარს დაუჭერს ამ ბიუჯეტს. მხარს დაუჭერს არა იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტს წარმოადგენს კახა კალაძე, ან რომელიმე კონკრეტული პირი, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს