საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა შედგა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას რომლის მიხედვითაც, პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად სუს-ის ხელმძღვანელობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდა. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოეხმაუროს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ თითქოს გუშინ გვიან ღამით საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად სუს-ის ხელმძღვანელობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდა. საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთ წარმომადგენელს, მონაწილეობა არ მიუღია მსგავსი ტიპის შეხვედრაში. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას, შედგა თუ არა საქართველოს პარლამენტში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტში მითითებული შეხვედრა. იმედს გამოვთქვამთ, მედიასაშუალებები მეტი ყურადღებით მოეკიდებიან მათ მიერ გავრცელებული ფაქტების სიზუსტის გადამოწმებას, ვინაიდან მსგავსი ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და დააზიანოს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო