აშშ-ს კონგრესში ქართული ღვინის ყოველთვიური მიღება გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ საშობაოდ აშშ-ს კონგრესში ქართული ღვინის მიღებას უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ და სტუმრებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.

ქართული ღვინის მიღებას ესწრებოდნენ აშშ-ს კონგრესის თანამშრომლები, ასევე საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ქარტიის ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობების ჯგუფის დიალოგის ფარგლებში ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიება ატლანტიკურ საბჭოსთან პარტნიორობით გაიმართა და ყოველთვიურ ღონისძიებად ჩამოყალიბდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო