დავით რაქვიაშვილი და გიორგი აბაშიშვილი რეგიონებში "ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს" შეუერთდნენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, ჩოხატაურის რაიონის 8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე სკოლებში ბულინგის, ძალადობის, ზოგადად, ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა მოსწავლეებისაგან მოისმინეს ის პრობლემები, რომლის მოგვარებაში დახმარებასაც ახალგაზრდები ითხოვენ.

"ჩვენ გამოვეხმაურეთ და შემოვუერთდით მედია სახლი "გურია ნიუსის" მიერ წამოწყებულ ინიციატივას ძალადობის წინააღმდეგ კვირეულს სკოლებში. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს შორის არის ძალიან დიდი დაინტერესება აღნიშნული საკითხების ირგვლივ. მათ ითხოვეს უფრო მეტი იყოს გაკეთებული ამ მიმართულებით, იყოს უფრო მეტი ტრენინგები, სემინარები, საჯარო დისკუსიები და ცხადია, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს