აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიული ხედვა მეცნიერებათა აკადემიაში განიხილეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებსა და მიდგომებზე იმსჯელეს, სადაც აკადემიის წევრ მეცნიერებს მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიული ხედვა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ხანიშვილმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე წელს გატარებულ ღონისძიებებზე, მიღებულ შედეგსა და სამომავლო გეგმებზე.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა სამეცნიერო წრეების ჩართულობის მნიშვნელობა.

„საინტერესო შეხვედრა გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. საქართველოს აგრარული სექტორი რთული გამოწვევის წინაშე დგას. მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა - სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, თავად მოსახლეობის მონაწილეობა არის უმნიშვნელოვანესი. სახელმწიფო შემუშავებული სტრატეგიული ხედვის შესაბამისად გააგრძელებს მასშტაბურ ღონისძიებებს, მონიტორინგს და საინფორმაციო კამპანიას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ შეხვედრას აკადემიის წევრი მეცნიერები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის, ბიზნესსექტორის, ასოციაციების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში ჩატარდა. მავნებელთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრები შემდგომშიც გაგრძელდება.

2017 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ 110 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იყო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც მავნებელთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტიანია. პრეპარატი 90-იანი წლებიდან არის რეგისტრირებული და გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2010 წლიდან რეგისტრირებულია საქართველოში. სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი მასიურად არის გავრცელებული, დაახლოებით 230 ათას ოჯახს პრეპარატები, ფერომონები და საინფორმაციო მასალები უსასყიდლოდ გადაეცა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, REAP-ის მხარდაჭერით დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა. შეიქმნა მავნებლის მონიტორინგის სისტემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო