ირაკლი თოფაძე - „ჰიუნდაისთან“ არანაირი შეხება არ მაქვს

ბიზნესმენი ირაკლი თოფაძე მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ მას კომპანია „ჰიუნდაისთან“ არანაირი შეხება არ აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თოფაძემ განაცხადა, კომპანია „ჰიუნდაის“ მფლობელი მისი მეგობარია და მისივე თხოვნით, რამდენიმე წლის წინ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, „თუმცა, კომპანიის საქმიანობაში მას მონაწილეობა არ მიუღია, დროის უქონლობის გამო კი, გარკვეული პერიოდის შემდეგ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა და მინდობილობით აღნიშნული პოსტი კომპანიის მფლობელს დავით გიორგობიანს გადასცა“.

ირაკლი თოფაძის განცხადებითვე, აღნიშნული ჩანაწერები ფიქსირდება საჯარო რეესტრშიც.

მისივე თქმით, ამ დრომდე გაუგებარია, თუ რატომ დასახელდა მისი სახელი და გვარი ე.წ. ტენდერების საქმეში. ასევე როგორც აღნიშნა, მას გადაკვეთა არასდროს ჰქონია კომპანია „სიტროენ ჯორჯიასთან“ და მის ხელმძღვანელებს საერთოდ არ იცნობს.

„ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ დასახელდა ჩემი სახელი და გვარი, რაც დღეს პირველად მედიის მეშვეობით გავიგე. მე არ ვერევი კომპანია „ჰიუნდაის“ საქმიანობაში და არანაირ ტენდერში მონაწილეობა არ მაქვს მღებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომპანია „ყაზბეგი“ სხვადასხვა უწყებებსა თუ კომპანიებს ამარაგებდა ლიმონათით. კომპანია „ჰიუნდაის“ მფლობელი დავით გიორგობიანი არის ჩემი მეგობარი და ამას არ უარვყოფ. დაახლოებით 6-7 წლის წინ დავინიშნე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ, მაგრამ მე ვერ ვღებულობდი კომპანიიის მუშაობაში მონაწილეობას და მალევე აღნიშნული თანამდებობა მინდობილობით გადავეცი დავით გიორგობიანს. ასევე აბსურდულია, რომ მე ვარ კომპანიის მფლობელი ან დამფუძნებელი. კომპანიის მუშაობაში არანაირი მონაწილეობა არ მაქვს მიღებული. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, რომლის ნახვაც შესაძლებელია საჯარო რეესტრში“, - აღნიშნა ირაკლი თოფაძემ.

შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძის კომპანიამ, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიამ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინა საჩივარი შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, სს „ფრანს ავტოს“, შპს „იბერია ავტოს“, შპს „ჯი-თი მოტორსის“, შპს „სტრადა მოტორსის“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ წინააღმდეგ.

ასევე, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მფლობელი გოგი თოფაძის შვილი, ირაკლი თოფაძეა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო