სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე ტექნიკურ უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროს მასწავლებელს, რომლის კვალიფიკაციის საკითხიც სადავო არასოდეს გამხდარა, შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. განმცხადებელი ამ ფაქტს 2016 წლის აპრილში უნივერსიტეტში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობით ხსნის, სადაც იგი უნივერსიტეტში არსებული სწავლების დაბალი დონისა და რექტორის ხელმეორედ არჩევის ლეგიტიმაციის წინააღმდეგ გამოდიოდა.

„საქმის შესწავლის პროცესში მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა რეალური გამამართლებელი საფუძველი, რომელიც განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოშობილ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს გააქარწყლებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას და მოუწოდა სამუშაოზე აღდგენის გზით აღმოფხვრას განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, ხოლო მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო