კახა კალაძე ოპონენტებს - ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა, სიცრუით და დემაგოგიით არაფერს გაგიტარებთ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს დეპუტატების შეკითხვებს ამ წუთებში თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე პასუხობს.

მანამდე საკრებულოს დეპუტატებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვებით თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართეს. ეს ეხებოდა უფასო სასადილოებში დაფინანსების საკითხს, „სითი პარკსა“ და მის ჯარიმებს, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას, დასაქმებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხებს, საპენსიო დანამატს, რომელიც დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის და სხვა.

შეკითხვების დასრულების შემდეგ კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატებს უპასუხა.

„ის წლები, როდესაც თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა, - მიმართა თბილისის მერმა საკრებულოს ოპოზიციას.

"როდესაც ამბობდნენ, რომ ამ დარბაზში ბნელა, ახლა მივხვდი რატომ ბნელა. ლევან ხაბეიშვილს რომ ვუყურებ, შეენაცვლეთ ვინმე ამ ბანერის დაჭერაში.

ერთი რამ მინდა გითხრათ, სოციალური მიმართულებით სიცრუეზე საუბრობთ. უფასო სასადილოების მიმართულებით ნახევარი მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ოთხჯერადი კვებაა.

არც ერთ ტყუილს არ გაპატიებთ. ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა. სიცრუით და დემაგოგიით არაფერს გაგიტარებთ", - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო