”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე პლაკატი - ”სოციალური - 1,13 ლარი, ჩინოვნიკი - 8 064 ლარი” გამოფინა

საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს სხდომას პლაკატით ხელში, მდუმარე პროტესტის რეჟიმში ესწრება. პლაკატზე აღნიშნულია - ”სოციალური 1,13 ლარი,- ჩინოვნიკი - 8 064 ლარი”. ამით ხაბეიშვილი აპროტესტებს იმას, რომ მერიაში არის მაღალი ხელფასები, ხოლო უფასო სასადილოების დაფინანსება 1,18 ლარს შეადგენს.

პროტესტის ამ ფორმამდე ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართა.

”რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ, რომ დღიურად 1.18 ლარია სოციალურად დაუცველთათვის უფასო სასადილოებში. რეალურად 60-70 თეთრი რჩება, რადგან 1.18 ლარს აკლდება გადასახადები, მომსახურე პერსონალის ანაზღაურება, კომუნალურები, შესაძლოა დააკლდეს იჯარის ან ქირის გადასახადი. ასევე მერიის ბიუჯეტში ბაღების მართვის სააგენტოს წარმოდგენილი აქვს ბიუჯეტი, სადაც ერთი ბავშვის გამოსაკვებად ითხოვს 3.6 ლარს. ლოგიკური კითხვა მაქვს, ბავშვისთვის შაქარი გაძვირდა და სოციალურად დაუცველთათვის არ გაძვირდა? წიწიბურა გაძვირდა ბავშვებისთვის და სოციალურად დაუცველთათვის არა?”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს