ირაკლი კობახიძე - ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან გამართული და ძალიან სწორი კონსტიტუცია თავისი “ბონუსებით“, თუმცა მეტი კონსენსუსის მიზნით კომპრომისისკენ წავედით

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან გამართული და ძალიან სწორი კონსტიტუცია თავისი “ბონუსებით“, მეტი კონსენსუსის მიზნით კომპრომისისკენ წავედით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ არის და მხარს არ უჭერს სწორედ იმ ცვლილებებს, რაც კონსტიტუციაში მათი მოთხოვნის საფუძველზე შედის. კობახიძის თქმით, ეს პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე მეტყველებს.

“ის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა და რომელიც არის უკვე ამოქმედებული, სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს, ევროპულ სტანდარტებს, თუმცა ვენეციის კომისიამ მოგვიწოდა, რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო გაჟღერებული, მეტი კომპრომისისთვის და მეტი კონსენსუსისთვის გაგვეზიარებინა. ეს ეხებოდა “ბონუსის“ სისტემას, საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტს და იყო ორი დამატებითი ტექნიკური საკითხი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს