ზაზა ვაშაყმაძე სომეხ კათოლიკეთა ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე თბილისის სომხური კათოლიკური სამრევლოს მოძღვარს მიხეილ ხაჩკალიანსა და აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინატის არქიეპისკოპოს რაფაელ მინასიანს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა ადამიანის უფლებებისა და რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობისა და განვითარების კუთხით. კერძოდ, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმი; რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს რელიგიათა შორის და ასევე, რელიგიათა და სახელმწიფოს შორის დიალოგს. საუბარი ასევე შეეხო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავებულ პროექტებს - რელიგიურ რუკასა და ინტერ-რელიგიურ კალენდარს.

სტუმრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვედრისა და მიწოდებული ინფორმაციისათვის, მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს სახელმწიფო რელიგიური პოლიტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა ამ მიმართულებით, გამოთქვეს სააგენტოსთან მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზაობა და სურვილი“, - აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო